ჩვენი მისამართები:
საქართველო
სამუშაო საათები:
მუშაობა 09:00-21:00
2018 წლიდან ვმუშაობთ. ჩვენი ფოკუსი - მოხუცი ადამიანი, მისი ყოველდღიური საჭიროებები, უსაფრთხოება, კომფორტი და კეთილდღეობა. ჩვენ უზრუნველვყოფთ მოვლას, სოციალურ ურთიერთობას, სამედიცინო მომსახურებას, გართობას და დასვენებას. ჩვენი პრიორიტეტი - ყველა ადამიანის პიროვნების პატივისცემა. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, რომ სტაციონარული მოვლის სფეროში წამყვანი პოზიციები დავიკავოთ.
ჩვენი ფილიალები არის დაწესებულებები, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული მოხუცი ადამიანების ცხოვრებისთვის, სადაც შექმნილია კომფორტული სოციალური გარემო, რომელიც ხელს უწყობს ოპტიმიზმისა და სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებას.
რატომ ჩვენ
ჩვენი პანსიონატები მოხუცებისთვის ისეა ორგანიზებული, რომ მუდმივმცხოვრებლები მაქსიმალურ კომფორტს და სახლის სითბოს იგრძნობენ. ნათელი ოთახები 2, 3 და 4 ადგილიანი, აღჭურვილი ტელევიზორებით, ახალი ავეჯით და ყველა კომფორტით. გააზრებული დღის რეჟიმი მოიცავს: ვარჯიშს, ფიზიოთერაპიას და მასაჟს, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს, დასვენების დროს, ინტერაქტიულ გართობას, სრულფასოვან კვებას, საღამოს ჩაის სმას და უამრავ კომუნიკაციას. ხელსაყრელი და მეგობრული ატმოსფერო - ყველაფერი, რაც სევდისა და მელანქოლიისგან გათავისუფლებისთვისაა საჭირო.
ჩვენი უპირატესობები
კომფორტული განთავსება 2-3 ადგილიან ოთახებში
მოხუცი პაციენტების რეაბილიტაციის პროგრამა
დაცული სანიტარული ნორმები
მუდმივი ზრუნვა და მოვლა
პირობები წოლითი მოხუცებისთვის
სამედიცინო კონტროლი
კვალიფიკაციის დადასტურება
ნახვა
პერსონალის მთავარი ამოცანაა ხანდაზმულ ადამიანებზე უწყვეტი, 24/7 რეჟიმში ზრუნვა. ხშირად, ყურადღებიან შვილებსა და შვილიშვილებსაც კი უჭირთ უფროსი ნათესავისთვის იმ დონის მოვლის უზრუნველყოფა, რომელიც რეალურად სჭირდება. ბუნებრივია, ერთი-ორი ადამიანის ძალისხმევა ვერ შეედრება პროფესიონალების სრულ გუნდს, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის საჭირო დახმარება დროულად და ხარისხიანად გაუწიოს ხანდაზმულ ადამიანს. გარდა ამისა, ჩვენი პანსიონატები სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით, რათა ჩვენი ბინადრების ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
პირობები
გაკვეთილები და გართობა
მოხუცებულობა არ არის რთული პერიოდი, უფრო ძნელია მარტოობა და ერთფეროვნება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს ბინადართა თავისუფალი დროისა და დასვენების ხარისხიანად ორგანიზებას. ცენტრში ვთავაზობთ არა მხოლოდ თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობას - სეირნობას, ჩაის სმასა და საუბარს, არამედ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს: სამაგიდო თამაშებს, ანიმაციურ გაკვეთილებს, სხვადასხვა ღონისძიებებსა და კინო სეანსებს, რაც მათ ყოველდღიური ცხოვრების ხარსიხსს აუმჯობებს.
ჯანმრთელობის მონიტორინგი
ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხშირი მოვლენაა, ხოლო გართულებების თავიდან აცილების საუკეთესო გზა არის მისი მუდმივი კონტროლი. ჩვენ ვთავაზობთ ბინადრებს სრულფასოვან მოვლასა და ინდივიდუალურ მიდგომას, მათ ნათესავებს კი რეგულარულ კონსულტაციებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას. პანსიონატში ყურადღება ექცევა ჯანმრთელობის ძირითადი მაჩვენებლების მუდმივ მონიტორინგს (წნევა, პულსი, სისხლში შაქარი და სხვა), მედიკამენტების მიღების გრაფიკის მკაცრ დაცვასა და მწოლიარე პაციენტებისთვის ინდივიდუალურ მიდგომას.
დღეში 5-ჯერადი კვება
გემრიელი და ჯანსაღი საკვები შეუცვლელია მოხუცი ადამიანების რაციონში. ჩვენი პანსიონატების დღის რეჟიმში გათვალისწინებულია სრულფასოვანი ხუთჯერადი კვება, დაბალანსებული განსაკუთრებით მოხუცი ადამიანებისთვის. მენიუში შედის ხორცის კერძები, რძის პროდუქტები, დესერტები, ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას და ვიტამინების მარაგის შევსებას
განაცხადის დატოვება
ჩვენი სპეციალისტი დაგიკავშირდებათ დეტალების გასარკვევად
უფასო ონლაინ კონსულტაცია რეაბილიტოლოგთან
ჩვენი სპეციალისტი დაგიკავშირდებათ კონსულტაციაზე დასაწერად დეტალების გასარკვევად
ეკსკურსიაზე დაწერა
ჩვენი სპეციალისტი დაგიკავშირდებათ დეტალების გასარკვევად