პანსიონატის არჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რომ სივრცე სწორად იყოს მოწყობილი და ხანდაზმულები საჭირო ინვენტარით იყვნენ უზრუნველყოფილნი. უსაფრთხო გარემო და მაღალი ჰიგიენური სტანდარტები მნიშვნელოვნად მოქმედებს ხანდაზმულის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
თბილისში მდებარე პანსიონატი „საბრინოვო“ სწორედ ამ სტანდარტებს ემყარება. ცენტრი მოქმედებს დადგენილი ნორმების შესაბამისად და სტუმრებს ევროპული დონის, მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ცენტრი სრულად არის უზრუნველყოფილი ხანდაზმულთა მოვლისთვის საჭირო ინვენტარით და სპეციალიზებული აღჭურვილობით, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა სიმძიმის მქონე პირების საჭიროებებს.
გაიგეთ მეტი „საბრინოვოს“ სერვისებზე
რატომ არის ხანდაზმულებისთვის სწორად მოწყობილი გარემო და ინვენტარი მნიშვნელოვანი?
ასაკთან ერთად ხშირად მცირდება მობილობა, იზრდება დაცემისა და ტრავმის რისკი, კანი უფრო მგრძნობიარე ხდება, ქრონიკული დაავადებები კი მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვს. ამ პირობებში სწორად შერჩეული აღჭურვილობა ხანდაზმულს ეხმარება:
- უსაფრთხო გადაადგილებაში;
- დამოუკიდებლობის მაქსიმალურად შენარჩუნებაში;
- ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაში;
- ჰიგიენისა დაცვაში;
აქედან გამომდინარე, სწორად შერჩეული ინვენტარი ხანდაზმულთა ღირსეული და მშვიდი ყოველდღიურობის საფუძველია.
საბრინოვოს ინფრასტრუქტურა და ხანდაზმულთა მოვლის ინვენტარი

- გადაადგილების დამხმარე საშუალებები და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა
ხანდაზმულთა უსაფრთხო გადაადგილება პანსიონატში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. „საბრინოვოში“ ხელმისაწვდომია ინვალიდის ეტლები შეზღუდული მობილობის მქონე ბინადრებისთვის, ხოლო დამხმარე ჯოხები და ყავარჯნები მათთვის, ვინც დამოუკიდებლად გადაადგილდება, მაგრამ დამატებით საყრდენს საჭიროებს. პანსიონატის შიდა და გარე სივრცეები მოაჯირებითა და რამპებით არის ადაპტირებული, რაც გადაადგილებას ამარტივებს და დაცემის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
- დაცული სანიტარული ნორმები
სველი წერტილები და ჰიგიენური სივრცეები ხანდაზმულთა მოვლის პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. „საბრინოვოში“ ისინი სრულად არის მორგებული ბინადრების საჭიროებებს. სივრცეები აღჭურვილია სპეციალიზებული სკამებით და საყრდენი სახელურებით, რომლებიც ადგომასა და დაჯდომას ამარტივებს. სააბაზანო მოაჯირებითა და მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირით მაქსიმალურად

გაეცანით ჩვენი პანსიონატის ჰიგიენური მოვლის მომსახურებებს ვებგვერდზე
- კომფორტული საერთო სივრცეები
ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხს მხოლოდ საწოლი და მედიკამენტი არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრს ჰქონდეს კომფორტული დასასვენებელი სივრცეები, გარემო, სადაც შეძლებს მაცხოვრებელი სოციალიზაციას, კომუნიკაციასა და საერთო აქტივობებში ჩართვას. ასეთი ატმოსფერო, ამცირებს სტრესს და მარტოობის განცდას. „საბრინოვოს“ ინფრასტრუქტურა და ინვენტარი კი მხოლოდ ნივთების ერთობლიობა არ არის - ეს არის გააზრებული სისტემა, რომელიც შექმნილია ხანდაზმულთა უსაფრთხო, მშვიდ და ღირსეულ ყოველდღიურობაზე ზრუნვისთვის.
ხანდაზმულთა პანსიონატის არჩევა პასუხისმგებლობით სავსე ნაბიჯია, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს იმ ადამიანების ყოველდღიურობას, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ზრუნვასა და უსაფრთხო გარემოს. „საბრინოვოს“ ინფრასტრუქტურა,

ინვენტარი და მოვლის სტანდარტები ისეა შემუშავებული, რომ ხანდაზმულს ჰქონდეს მშვიდი, კომფორტული და ღირსეული ცხოვრება.
თუ გსურთ თავად დაათვალიეროთ ,,საბრინოვო”, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს და დაგეგმეთ პერსონალური ტური.
ჩვენ ყველა ეტაპზე თქვენს გვერდით ვიქნებით.
