ხანდახან დგება მომენტი, როცა საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება და პროფესიული ზრუნვა სჭირდებათ. არა იმიტომ, რომ ოჯახი ვერ უმკლავდება, არამედ იმიტომ, რომ მათი კეთილდღეობა სისტემურ მხარდაჭერას და ყურადღებას მოითხოვს.
სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანია არსებობდეს ადგილი, სადაც ზრუნვა სანდოა, გარემო - უსაფრთხო, ხოლო დამოკიდებულება თბილი და ადამიანური.
საბრინოვო გთავაზობთ როგორც ხანგრძლივ, ისე დროებით მხარდაჭერას - იმ შემთხვევებისთვის, როცა ქალაქიდან გასვლა გიწევთ, სამუშაოს გამო დროებით ვერ ახერხებთ ძვირფას ადამიანთან გვერდით ყოფნას ან უბრალოდ გსურთ, რომ თქვენს ახლობელზე სპეციალისტები ზრუნავდნენ.
სანამ თქვენ მათ გვერდით ყოფნას ვერ ახერხებთ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ უსაფრთხო და ორგანიზებულ გარემოს, სადაც ხელმისაწვდომია რეაბილიტაცია, ყოველდღიური აქტივობები და მუდმივი ზრუნვა ნებისმიერი ფიზიკური მდგომარეობისა და საჭიროების მქონე ხანდაზმულისთვის.
ხანდაზმულთა მოვლა სახლში თუ პროფესიონალურ ცენტრში?
ოჯახები ხშირად დგანან არჩევანის წინაშე - გააგრძელონ ზრუნვა სახლში, დაიქირავონ ექთანი ან მომვლელი თუ აირჩიონ ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი. სახლში მოვლა კომფორტულია, რადგან ხანდაზმული რჩება ნაცნობ გარემოში. ოჯახის სიახლოვე მათთვის განსაკუთრებულ სიმშვიდეს ქმნის.
თუმცა, დროთა განმავლობაში, საჭიროებები შეიძლება გაიზარდოს და ყოველდღიური ზრუნვა მეტ დროს, ენერგიასა და პროფესიონალურ გამოცდილებას მოითხოვდეს. სწორედ ამ დროს იძენს პანსიონატი მნიშვნელობას.
როდის არის რეკომენდებული ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი?
ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ხანდაზმულს ესაჭიროება:
- 24/7 ზრუნვა და მეთვალყურეობა;
- მედიკამენტების რეგულარული კონტროლი;
- წნევის, შაქრისა და სხვა მაჩვენებლების მონიტორინგი;
- ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია;
- ალცჰაიმერის, დემენციის ან ქრონიკული დაავადებების მართვა;
- სოციალიზაცია და აქტიური გარემო;
- დროებითი ან ხანგრძლივი პროფესიონალური მხარდაჭერა;
ასეთ პირობებში ხანდაზმულთა ცენტრი ქმნის უსაფრთხო, ორგანიზებულ და მშვიდ გარემოს როგორც ბენეფიციარისთვის, ისე ოჯახისთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური მხარდაჭერა?
ხანდაზმულებისთვის მხოლოდ ფიზიკური მოვლა არ არის საკმარისი.
მნიშვნელოვანია ყოველდღიური კომუნიკაცია, ურთიერთობები და აქტიური ცხოვრება, რაც ამცირებს მარტოობის განცდას, აუმჯობესებს განწყობას და ცხოვრების ხარისხს.
სეირნობა, სამაგიდო თამაშები, შემოქმედებითი აქტივობები, საუბრები - ეს ყველაფერი ხანდაზმულთა კეთილდღეობის ბუნებრივი ნაწილია.
ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი თბილისში
თუ ეძებთ ხანდაზმულთა მოვლის ცენტრს თბილისში, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმს, უსაფრთხოებასა და თბილ გარემოს, საბრინოვო გთავაზობთ სრულფასოვან მომსახურებას ერთ სივრცეში.
ჩვენი სერვისები მოიცავს
- 24/7 სამედიცინო მეთვალყურეობას;
- პროფესიონალ ექთნებსა და მომვლელებს;
- მედიკამენტების კონტროლსა და ჯანმრთელობის მონიტორინგს;
- ფიზიკურ თერაპიასა და რეაბილიტაციას;
- ქრონიკული დაავადებების მართვას;
- ხუთჯერად კვებას;
- სოციალურ და შემოქმედებით აქტივობებს;
- უსაფრთხო და ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას;
- თბილ, ოჯახურ ატმოსფეროს;
აქ თითოეული ბენეფიციარი იღებს ინდივიდუალურ ყურადღებას და ზრუნვას.
ხანგრძლივი და დროებითი მოვლის სერვისები

საბრინოვო გთავაზობთ როგორც მუდმივ, ისე დროებით მომსახურებას. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა:
- ქალაქიდან გასვლა გიწევთ;
- დროებით გჭირდებათ პროფესიონალური დახმარება;
- რეაბილიტაციის პერიოდი გსურთ სპეციალისტების მეთვალყურეობით;
- გსურთ, რომ თქვენს ახლობელს ჰქონდეს აქტიური და სოციალური გარემო;
სანამ თქვენ მათ გვერდით ვერ ხართ, ჩვენ ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
ხანდაზმულთა მოვლა, პირველ რიგში, სიყვარულსა და პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო პროფესიონალური მხარდაჭერა - სიმშვიდეს.
ეწვიეთ ჩვენს გვერდს და დაგეგმეთ პერსონალური ტური ან დაგვიკავშირდით ვიზიტის დასაჯავშნად და მორგებული ზრუნვის გეგმის შესარჩევად.
