geGe
|

ჩვენი მისამართები:

საქართველო

სამუშაო საათები:

მუშაობა 09:00-21:00

დამირეკეთ
logo mobile
 
მენიუ
მოვლის სერვისები ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მოვლადემენციით დაავადებული პაციენტების მოვლაპარკინსონით დაავადებული პაციენტების მოვლალოგინად ჩავარდნილი პაციენტების მოვლაპაციენტების ოპერაციის შემდეგ მოვლაონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მოვლაპაციენტების რეაბილიტაცია COVID-19-ით დაავადების შემდეგპაციენტების ინსულტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციაპაციენტების ინფარქტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციარეაბილიტაცია სხვადასხვა სახის მოტეხილობების შემდეგფიზიოთერაპიაფსიქოლოგიური თერაპიაგასართობ-დასასვენებელი პროგრამაჯამრთელობის მონიტორინგიჰიგიენური მოვლახუთჯერადი კვებამოვლა

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სად უფრო ძვირია პაციენტის მოვლა: სახლში თუ „საბრინოვოში“?

სად უფრო ძვირია პაციენტის მოვლა: სახლში თუ „საბრინოვოში“?

ბევრ ოჯახს ჰგონია, რომ ხანდაზმულის სახლში მოვლა უფრო ეკონომიური და მარტივი გამოსავალია. თუმცა, როცა ყოველდღიურ ხარჯებს რეალურად ვითვლით, ხშირად სრულიად სხვა სურათს ვხედავთ.

სახლში მოვლა მოითხოვს არა მხოლოდ ფინანსურ რესურსს, არამედ დროს, მუდმივ ჩართულობასა და ემოციურ მდგრადობას. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება ემოციებით კი არა, რეალური ხარჯებისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მივიღოთ. ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ გაიგოთ: რა ღირს ხანდაზმულის მოვლა დღიურად სახლში და პანსიონატში.

რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ხანდაზმულის სახლში მოვლა?

 

სახლში მოვლა მხოლოდ მომვლელის აყვანას არ ნიშნავს. ეს არის ყოველდღიური პროცესების მთელი სისტემა, რომელიც ხშირად ბევრად მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

1. მომვლელის მომსახურება

თუ ხანდაზმულს მუდმივი ყურადღება სჭირდება, პრაქტიკულად აუცილებელი ხდება 24/7-ზე მომვლელის ან რამდენიმე ცვლაში მომუშავე ადამიანის ჩართულობა. ამას ემატება:

 

ეს ყველაფერი საბოლოოდ მნიშვნელოვან თანხას აერთიანებს და ყოველდღიურ რეჟიმში ოჯახის ბიუჯეტზე სერიოზულ დატვირთვას ქმნის.

2. სპეციალური სამედიცინო და დამხმარე აღჭურვილობა

 

სახლში ხანდაზმულის მოვლა ხშირად მოითხოვს დამატებით ტექნიკურ და სამედიცინო ინვენტარს, მაგალითად:

 

ამ ნივთების ნაწილი საკმაოდ ძვირია შესაძენად, ნაწილი კი ქირავდება, რაც მაინც ზრდის ყოველთვიურ ხარჯს.

3. კვება და ჰიგიენური საშუალებები

ხანდაზმული ადამიანის ყოველდღიური მოვლა მოიცავს სპეციალურ კვებასა და ჰიგიენურ პირობებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას აქვს განსაკუთრებული ჯანმრთელობის საჭიროებები.

 

4. ექიმის ვიზიტები და ტრანსპორტირება

სახლში მოვლისას თითქმის ყოველთვის საჭიროა:

 

ყველა ასეთი ვიზიტი ცალკე ხარჯია - როგორც ფინანსური, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით.

5. ოჯახის დრო და ემოციური რესურსი

ყველაზე ხშირად სწორედ ეს ნაწილია შეუმჩნეველი. სახლში მოვლისას ოჯახის წევრებს უწევთ საკუთარი დღის რეჟიმის შეცვლა, სამსახურის, დასვენებისა და პირადი დროის დათმობა. ამას ემატება მუდმივი ნერვული დაძაბულობა, შფოთვა და პასუხისმგებლობა, რომელიც დროთა განმავლობაში ძალიან დამღლელი ხდება. ამ რესურსს ფასის დადება რთულია, მაგრამ რეალურად სწორედ ის ხდება ოჯახისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტვირთი.

სახლში მოვლის საშუალო ღირებულება - რატომ შეიძლება 150 ლარზე მეტი იყოს დღეში?

 

ხშირად აინტერესებთ ხანდაზმულთა მოვლის ფასი რა შეიძლება იყოს. თუ შევაჯამებთ მომვლელის მომსახურებას, სპეციალურ აღჭურვილობას, კვებას, ჰიგიენას, ექიმის ვიზიტებსა და სხვა ყოველდღიურ საჭიროებებს, სახლში მოვლის საშუალო დღიური ხარჯი ხშირად 150 ლარს ან მეტსაც აღწევს.

და ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხანდაზმული იღებს სრულფასოვან, მრავალპროფილურ და მუდმივად ხელმისაწვდომ ზრუნვას. ხშირ შემთხვევაში სახლში ყველაფერი დამოკიდებულია ერთ ან ორ ადამიანზე, რაც როგორც ხარისხის, ისე სტაბილურობის კუთხითაც რისკს ქმნის.

რას გთავაზობთ ხანდაზმულთა სახლი „საბრინოვო“?

როცა ოჯახი ეძებს უსაფრთხო, სტაბილურ და ღირსეულ გარემოს ახლობელი ადამიანისათვის, მნიშვნელოვანია იცოდეს, რას იღებს კონკრეტული სერვისის ფარგლებში. საბრინოვოში ხანდაზმულთა მოვლის დღიური ფასი 60 ლარიდან იწყება  და მოიცავს ბევრად უფრო ფართო და ორგანიზებულ ზრუნვას, რომლის უზრუნველყოფა სახლის პირობებში რთულია.

პროფესიონალი გუნდი

„საბრინოვოში“ ხანდაზმულებზე ზრუნავენ გადამზადებული ექთნები და მომვლელები, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიური მზრუნველობა პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ადამიანს სჭირდება არა მხოლოდ ყურადღება, არამედ სწორი დაკვირვება, დროული რეაგირება და რეგულარული კონტროლი.

ადაპტირებული და უსაფრთხო გარემო

სახლი ყოველთვის არ არის მორგებული ხანდაზმულის საჭიროებებზე. შეიძლება იყოს მოუხერხებელი გადაადგილებისთვის, ზრდიდეს დაცემის რისკს ან ვერ უზრუნველყოფდეს საჭირო კომფორტს. „საბრინოვოში“ გარემო სპეციალურად არის მოწყობილი ხანდაზმულთა უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის. აქ გათვალისწინებულია: ადაპტირებული ოთახები, სპეციალიზებული საწოლები, უსაფრთხო გადაადგილების პირობები, მოვლისთვის საჭირო სივრცეები.

სრულფასოვანი კვება და ჰიგიენა

 

საბრინოვოს სერვისში შედის: სრულფასოვანი კვება, ჰიგიენური მოვლა, სუფთა და მოწესრიგებული გარემო, მედიკამენტების კონტროლი.

 

სოციალური გარემო და ემოციური მხარდაჭერა

სახლში ხანდაზმული ხშირად მარტო რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის წევრები სამუშაოზე არიან. იზოლაცია კი ასაკში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა.

„საბრინოვოში“ ხანდაზმულებს აქვთ ურთიერთობა, ყურადღება, კომუნიკაცია და თანატოლებთან სოციალიზაციის შესაძლებლობა. ეს მათ ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება და ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო აქტიურსა და აზრიანს ხდის.

სახლში მოვლა თუ ხანდაზმულთა სახლი?

 

 

როცა ხარჯებს რეალურად შევადარებთ, ხშირად აღმოჩნდება, რომ სახლში მოვლა: უფრო ძვირია, მოითხოვს მეტ დროს, ენერგიას და ვერ უზრუნველყოფს მუდმივ მრავალპროფილურ ზრუნვას, საბრინოვო კი გთავაზობთ უფრო ხელმისაწვდომ, სტაბილურ და პროფესიონალურად ორგანიზებულ გარემოს.

რთული დიალოგი: 5 რჩევა, როგორ შევთავაზოთ მშობელს პროფესიული ზრუნვა სიყვარულით

რთული დიალოგი: 5 რჩევა, როგორ შევთავაზოთ მშობელს პროფესიული ზრუნვა სიყვარულით

წინა სიახლეები
პოზიტიური კომუნიკაცია - პანსიონატის გუნდის უპირველესი მიზანი

პოზიტიური კომუნიკაცია - პანსიონატის გუნდის უპირველესი მიზანი

შემდეგი სიახლეები
უკან დაბრუნება