geGe
|

ჩვენი მისამართები:

საქართველო

სამუშაო საათები:

მუშაობა 09:00-21:00

დამირეკეთ
logo mobile
 
მენიუ
მოვლის სერვისები ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მოვლადემენციით დაავადებული პაციენტების მოვლაპარკინსონით დაავადებული პაციენტების მოვლალოგინად ჩავარდნილი პაციენტების მოვლაპაციენტების ოპერაციის შემდეგ მოვლაონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მოვლაპაციენტების რეაბილიტაცია COVID-19-ით დაავადების შემდეგპაციენტების ინსულტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციაპაციენტების ინფარქტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციარეაბილიტაცია სხვადასხვა სახის მოტეხილობების შემდეგფიზიოთერაპიაფსიქოლოგიური თერაპიაგასართობ-დასასვენებელი პროგრამაჯამრთელობის მონიტორინგიჰიგიენური მოვლახუთჯერადი კვებამოვლა

ჩვენ სოციალურ ქსელებში

პოზიტიური კომუნიკაცია - პანსიონატის გუნდის უპირველესი მიზანი

პოზიტიური კომუნიკაცია - პანსიონატის გუნდის უპირველესი მიზანი

უკვე მერვე თვეა, რაც საქართველოში მოხუცთა ზრუნვის სფერო სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. საბრინოვოს საერთაშორისო პანსიონატების ცენტრის გამოჩენამდე ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის მოვლისსივრცე უბრალოდ არ არსებობდა. დღეს კი, საბრინოვო არის მოხუცთა მოვლის პირველი ცენტრი, რომელიცოთხმოცამდე სტუმარს მასპინძლობს და მათზე 24-საათიან რეჟიმში, ყოველდღიური სიყვარულითა დაყურადღებით ზრუნავს.

საბრინოვოს მთავარი არსი მხოლოდ მასშტაბში როდია, ჩვენი საქმე ზრუნვაა, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატება: კვება, ჰიგიენა, გართობა და სხვა... თუმა ყველაფერი სწორი კომუნიკაციით იწყება და ამ ბლოგში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ..

კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან

ჩვენს პანსიონატში ყოველდღიურობა გამჭვირვალეა  - ოჯახები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ ფოტოებსა და ვიდეოებს ჩვენი ცენტრის აქტივობების, ჩატარებული ღონისძიებებისა და სხვადასხვა სიახლეების შესახებ. თმის შეჭრა, ქალთა დღე, სურათები სეირნობიდან... ეს იმ ინფორაციის მაგალითებია, რასაც ოჯახის წევრები ყოველდღიურად იღებენ ჩვენი საერთო ჯგუფიდან სადაც ღიად ისმევა კითხვებიც და პასუხებიც.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ეს უკვე პირადი კომუნიკაციის ნაწილია - ჩვენი ცენტრის მომვლელები და სამედიცინო პერსონალი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, და შესაბამისად მყისიერად რეაგირებენ ჯანმრთელობის ნებისმიერ ცვლილებაზე.

კომუნიკაცია ბენეფიციარებთან

 

ნებისმიერ მოხუცთან მუშაობისას, განსაკუთრებით კი, მძიმე დაავადების მართვისას სწორ კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენმა პერსონალმა ზუსტად იცის როგორი კომუნიკაცია დაამყაროს - და ამ დროს ითვალისწინებს როგორც სტუმრის პირად ხასიათს ასევე დაავადებების ხშირად გამოხატულ თავისებურებებს.

მაგალითად, პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდი, მოთმინებით სავსე კომუნიკაციაა. თითოეულ ადამიანს ვაძლევთ დროს, რომ საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატოს - არ ვაჩქარებთ, არ ვაწყვეტინებთ და არ ვასრულებთ მის ნაცვლად წინადადებებს.

ჩვენმა გუნდმა იცის, რომ ზოგჯერ ემოციის გამოხატვა შეიძლება უფრო რთული გახდეს, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ მზერას, ჟესტებსა და განწყობას. ასეთ დროს ზრუნვა სწორედ ყურადღებიან მოსმენაში, მშვიდ რეაქციასა და ადამიანურ სითბოში გამოიხატება.

დემენციით დაავადებულ ადამიანებთან კომუნიკაციისას კი მთავარი პრიორიტეტი სიმშვიდისა და ნდობისმოპოვებაა. ასეთ დროს ჩვენი ენა მაქსიმალურად მარტივდება - ვიყენებთ მოკლე წინადადებებს და ვერიდებითრთულ კითხვებს. აქ ლოგიკაზე მეტად ემპათიას აქვს მნიშვნელობა, მაშინაც კი, თუ ბენეფიციარის ნათქვამირეალობას აცდენილია, ჩვენ არასდროს ვუმტკიცებთ საწინააღმდეგოს. პირიქით, მივყვებით მის ემოციურტალღას, რადგან მათთვის ნაცნობი რუტინა და მშვიდი ტონი შფოთვის დაძლევის საუკეთესო გზაა.

ალცჰაიმერის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითბო, სიმშვიდე და იმ მომენტის მიღება, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ჩვენ არ ვცდილობთ მათ შეხედულებების მკაცრად გასწორებას ან რეალობაში დაბრუნებას - ვუსმენთ, ვაყოლებთ საუბარს და ვქმნით გარემოს, სადაც თავს უსაფრთხოდ და მიღებულად გრძნობენ.

ჩვენი გუნდი ყურადღებას აქცევს იმას, რა აძლევს ადამიანს სიმშვიდესა და ნაცნობობის განცდას. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს საყვარელი მუსიკა, ძველი ფოტოალბომის დათვალიერება, თბილი საუბარი ან უბრალოდ მზრუნველი ხელის მოკიდება. ასეთ მომენტებში ზრუნვა სიტყვებზე მეტია - ეს არის ემოციური სიახლოვე, რომელიც ადამიანს მარტოობის განცდას უმსუბუქებს და სითბოს აგრძნობინებს.

საბრინოვოში გვჯერა, რომ ხანდაზმულობაზე ზრუნვა მხოლოდ ფიზიკურ მოვლას არ ნიშნავს - ეს არის ყოველდღიურობის ღირსეულად, მშვიდად და ადამიანური სითბოთი გაგრძელება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ ადამიანს მოვუსმინოთ, გავითვალისწინოთ მისი ინდივიდუალური საჭიროებები და შევუქმნათ გარემო, სადაც თავს დაცულად, მიღებულად და პატივცემულად იგრძნობს.

ეს მიდგომა საბრინოვომ საერთაშორისო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით ჩამოაყალიბა და დღეს საქართველოში აქტიურად ამკვიდრებს. შედეგად, იქმნება ზრუნვის სივრცე, რომელიც გულწრფელ ღირებულებებს ეფუძნება - ოჯახისთვის გამჭვირვალეა, ხოლო სტუმრისთვის მშვიდი, კომფორტული და სანდო.

სად უფრო ძვირია პაციენტის მოვლა: სახლში თუ „საბრინოვოში“?

სად უფრო ძვირია პაციენტის მოვლა: სახლში თუ „საბრინოვოში“?

წინა სიახლეები
სიცოცხლე მოძრაობაშია: როგორ ცვლის ანიმატორის პროგრამა ხანდაზმულთა ყოველდღიურობას „საბრინოვოში“

სიცოცხლე მოძრაობაშია: როგორ ცვლის ანიმატორის პროგრამა ხანდაზმულთა ყოველდღიურობას „საბრინოვოში“

შემდეგი სიახლეები
უკან დაბრუნება