geGe
|

ჩვენი მისამართები:

საქართველო

სამუშაო საათები:

მუშაობა 09:00-21:00

დამირეკეთ
logo mobile
 
მენიუ
მოვლის სერვისები ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მოვლადემენციით დაავადებული პაციენტების მოვლაპარკინსონით დაავადებული პაციენტების მოვლალოგინად ჩავარდნილი პაციენტების მოვლაპაციენტების ოპერაციის შემდეგ მოვლაონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მოვლაპაციენტების რეაბილიტაცია COVID-19-ით დაავადების შემდეგპაციენტების ინსულტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციაპაციენტების ინფარქტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციარეაბილიტაცია სხვადასხვა სახის მოტეხილობების შემდეგფიზიოთერაპიაფსიქოლოგიური თერაპიაგასართობ-დასასვენებელი პროგრამაჯამრთელობის მონიტორინგიჰიგიენური მოვლახუთჯერადი კვებამოვლა

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საბრინოვოს მოხუცთა მოვლის ცენტრი - პროფესიონალური ზრუნვა ხანდაზმულებისთვის

საბრინოვოს მოხუცთა მოვლის ცენტრი - პროფესიონალური ზრუნვა ხანდაზმულებისთვის

მოხუცებულთა ზრუნვა ოჯახის წევრების მთავარი პასუხისმგებლობაა, თუმცა ხშირად ასაკთან და დაავადებების გართულების შემთხვევაში პროფესიონალი მედდისდა მომვლელის ჩართვა ხდება საჭირო. დაავადებები, როგორიც არის ალცჰაიმერი , დემენცია , პარკინსონი , ონკოლოგიური დაავადებები  და პოსტ-ოპერაციული მოვლა , სახლის პირობებში ძალიან რთულია.

მოხუცებულის მომვლელი

ასეთ დროს, როგორც წესი პირადი მედდა, ან მოხუცის მომვლელი აგვყავს, თუმცა მათი რესურსიც შეზღუდულია, რადგან პაციენტს 24 საათიანი მეთვალყურეობა, რეგულარული კვება და ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი სჭირდება, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანისაკითხები, როგორიც არის სოციალიზაცია, გასეირნება, გონებრივი და ფიზიკური ვარჯიშები მეორე პლანზე გადადის.

საბრინოვო სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაა. ეს არი მოხუცთა მოვლის ცენტრი , რომელიც მიზნად ისახავს მოხუცებულთა ფიზიკურ და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. ჩვენი სტუმრები სარგებლობენ 24-საათიან პროფესიონალიური ზრუნვით, 5-ჯერად კვებით, დანიშნული მედიკამენტების დროულად და სისტემურად მიღებით, ამის გარდა ჩართულები არიან სხვადასხვა გონებრივ და ფიზიკურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს სოციალიზაციას და ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ხელშეწყობას.

რა სერვისებს უწევს საბრინოვო ოჯახებს?

მოხუცთა პანსიონატი 24-საათიანი მოვლით

მოხუცები მუდმივ ყურადღებას საჭიროებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება მოძრაობის პრობლემებს, ლოგინად ყოფნას, ან დაავადედებას, როგორიცაა დემენცია ან ალცჰეიმერი.

საბრინოვოს პროფესიონალი მომვლელები და მედდები ყოველთვის მზად არიან მოუარონ და იზრუნონ სტუმრების ჯანმრთელობაზე.

მომართული სამედიცინო მხარდაჭერა

მოხუცთა მოვლისას აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, როგორიც არის არტერიული წნევის, გლუკოზის დონის, სხვა კრიტიკული მაჩვენებლების შემოწმება, ასევე საჭიროების შემთხვევაში დროული სამედიცინო ჩარება - პირველადი დახმარება დად სასწრაფოს გამოძახება.

რა თქმა უნდა ჯანმრთელობის ნებისმიერი ცვლილების დროს ჩვენი გუნდი უკავშირდება სტუმრის ნათესავებს და დრროულად აცნობს სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ინდივიდუალური პროგრამა

საბრინოვოში კარგად გვესმის, რომ მოხუცის მოვლა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი თითოეული სტუმრისთვის ქმნის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც მორგებულია თქვენი ოჯახის წევრის საჭიროებებზე.

ჰიგიენური მოვლა და კომფორტი

რაც შეეხება კომპორტს, საბრინოვოს მუხუცთა მოვლის ცენტრში უმაღლეს დონეზე არის დაცული ზოგადი და პირადი ჰიგიენა - პანსიონატის საერთო და პირადი სივრცეები ყოველდღიურად ლაგდება ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით. პირადი ჰიგიენის თვალსაზრისით კი, ხანდაზმულებს, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ ჰიგიენის ნორმების დაცვა, ჩვენი მომვლელები 24 საათის განმავლობაში ეხმარებიან პირადი ჰიგიენის დაცვაში.

კვების ინდივიდუალური მენიუ და დიეტა

ასაკობრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე — ხშირია დაბალანსებული, კვებითი მიდგომები, რომელიც ითვალისწინებს დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების ან სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა საჭიროებებს.

პანსიონატში კვება ხუთჯერადია, და გაწერილია გარნიგი, რომელსაც შემდგომ სატატიებში უფრო დეტალურად მოგახსენებთ. პანსიონატს აქვს სასადილო ოთახი, მათთვის, ვისაც შეუძლია დამოუკიდებლად ან მომვლელის დახმარებით გადაადგილება, ხოლო ლოგინად ჩავარდნილი სტუმრებს, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, საკვები მიეწოდებათ ოთახში.

აქტივობები დასვენება და სოციალური ცხოვრება

სოციალური და ფიზიკური აქტივობები მოხუც ასაკში ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. გასეირნება სუფთა ჰაერზე, სხვადასხვა ფიზიკური და გონებრივი თამაშები ხელს უწყობს ჩვენი სტუმრების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ჩვენი სტუმრები პოულობენ საერთო ინტერესებს, ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში რაც ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას.

აქტივობების გარდა მნიშვნელოვანია დასვენება და თავისუფალი დრო, როცა ჩვენი სტუმრები მომვლელთან ან ჯგუფურად სეირნობენ ან უბრალოდ ისვენებენ.

ოჯახთან კომუნიკაცია

პანსიონატში ცხოვრება არ ნიშნავს ოჯახთან კონტაქტის გაწყვეტას - პირიქით ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობის ხელშეწყობა ჩვენს სტუმრებს ნათესავებთან კომუნიკაციის მეტ სურვილს და ენერგიას აძლევს. საბრინოვოს მოხუცებულთა მოვლის ცენტრში ყოველდღიურად არის ვიზიტორების მიღების საათები, ხოლო ამის გარდა ცენტრის ყველა სტუმარს მუდმივი წვდომა აქვს ინტერნეტზე, რაც ვიდეოთვალით დარეკვის საშუალებას იძლევა.

ცხოვრება ისე, როგორც სახლში: რატომ არის „საბრინოვო“ ხანდაზმულთა მოვლის საუკეთესო ცენტრი საქართველოში

ცხოვრება ისე, როგორც სახლში: რატომ არის „საბრინოვო“ ხანდაზმულთა მოვლის საუკეთესო ცენტრი საქართველოში

წინა სიახლეები
ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი თბილისში - როგორ ებრძვის „საბრინოვო“ მარტოობას და ემოციურ სტრესს

ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი თბილისში - როგორ ებრძვის „საბრინოვო“ მარტოობას და ემოციურ სტრესს

შემდეგი სიახლეები
უკან დაბრუნება