geGe
|

ჩვენი მისამართები:

საქართველო

სამუშაო საათები:

მუშაობა 09:00-21:00

დამირეკეთ
logo mobile
 
მენიუ
მოვლის სერვისები ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მოვლადემენციით დაავადებული პაციენტების მოვლაპარკინსონით დაავადებული პაციენტების მოვლალოგინად ჩავარდნილი პაციენტების მოვლაპაციენტების ოპერაციის შემდეგ მოვლაონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მოვლაპაციენტების რეაბილიტაცია COVID-19-ით დაავადების შემდეგპაციენტების ინსულტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციაპაციენტების ინფარქტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციარეაბილიტაცია სხვადასხვა სახის მოტეხილობების შემდეგფიზიოთერაპიაფსიქოლოგიური თერაპიაგასართობ-დასასვენებელი პროგრამაჯამრთელობის მონიტორინგიჰიგიენური მოვლახუთჯერადი კვებამოვლა

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„საბრინოვო“ სიანის საერთაშორისო კონფერენციაზე - ხანდაზმულთა მოვლის თანამედროვე გამოცდილება

„საბრინოვო“ სიანის საერთაშორისო კონფერენციაზე - ხანდაზმულთა მოვლის თანამედროვე გამოცდილება

2026 წლის 15-18 სექტემბერს, ჩინეთიში, ქალაქ სიანში, ხანდაზმულთა პანსიონატების დირექტორთა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველო ხანდაზმულთა მოვლის ცენტრმა „საბრინოვომ“ წარადგინა. კონფერენციაში „საბრინოვოს“ დირექტორი, მერი გავაშელი მონაწილეობდა, რომელმაც საერთაშორისო კოლეგებს ხანდაზმულთა მოვლის, დემენციის მქონე ადამიანების მხარდაჭერისა და პროფესიონალური ზრუნვის მიმართულებით ცენტრის პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.

კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე იყო, სადაც მონაწილეებმა ხანდაზმულთა მოვლის სფეროში არსებული გამოწვევები, თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება განიხილეს.

დემენციის მოვლა და გამოწვევები, რომლებიც ასაკს სცდება

საქართველოს გამოცდილებაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დემენციის ადრეულ ასაკში გამოვლენას და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ასეთ დროს როგორც თავად ადამიანი, ისე მისი ოჯახი დგება.

მართალია, დემენციის განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი ასაკია, თუმცა დაავადება მხოლოდ ხანდაზმულ ასაკთან არ არის დაკავშირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დემენცია შეიძლება 65 წლამდე ასაკშიც განვითარდეს, ხოლო ადრეულ ასაკში დაწყებული დემენცია გლობალურად შემთხვევების 9%-მდე შეადგენს.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დროული მხარდაჭერა, უსაფრთხო გარემო და ისეთი ზრუნვის მოდელი, რომელიც მხოლოდ სამედიცინო საჭიროებებზე არ არის ორიენტირებული და ადამიანის როგორც ემოციურ, ისე სოციალურ მდგომარეობასაც ითვალისწინებს.

მერი გავაშელმა საერთაშორისო კოლეგებს გააცნო „საბრინოვოს“ გამოცდილება და მიდგომები, რომლებიც პროფესიონალურ ზრუნვას, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ოჯახურ გარემოს აერთიანებს.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, დემენციის მქონე ადამიანზე ზრუნვა ხშირად ახალი ენის სწავლას ჰგავს - ენის, რომელიც ყოველთვის სიტყვებს არ ეფუძნება. ზოგჯერ ურთიერთობის მთავარი საშუალება მზერა, მოთმინება, ყურადღება, ემპათია და სითბოა.

რას ეფუძნება „საბრინოვოს“ ხანდაზმულთა მოვლის მოდელი?

ხანდაზმულთა პანსიონატ „საბრინოვოში“ პროფესიონალური მოვლა ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული. ჩვენი მიზანია, ადამიანმა უსაფრთხო გარემოში მიიღოს მის საჭიროებებზე მორგებული დახმარება და ამავდროულად მაქსიმალურად შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, სოციალური აქტივობა და ღირსეული ცხოვრების განცდა.

„საბრინოვოს“ მოდელი აერთიანებს თანამედროვე მოვლის მიდგომებსა და ოჯახური ზრუნვის გარემოს. ცენტრში თითოეული ბენეფიციარის საჭიროებები ინდივიდუალურად ფასდება და ამის მიხედვით იგეგმება ყოველდღიური მხარდაჭერა.

მოვლის ძირითადი მიმართულებებია:

24-საათიანი მოვლა და ჯანმრთელობის მონიტორინგი;

ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კვება და ყოველდღიური რუტინა;

კოგნიტური, სოციალური და ემოციური აქტივობები;

მედიკამენტების მიღების ორგანიზება და ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება;

ოჯახთან მუდმივი კომუნიკაცია;

უსაფრთხო და ოჯახური გარემო.

საერთაშორისო გამოცდილება ხანდაზმულთა მოვლის ხარისხის გასაუმჯობესებლად

„საბრინოვოს“ საქმიანობა მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. ჩვენი ქსელი რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს, რაც სხვადასხვა სისტემისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს.

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხანდაზმულთა მოვლის სფეროში არსებული ახალი მიდგომები, გამოცდილება და პროფესიული ცოდნა ყოველდღიურ პრაქტიკაში აისახოს.

სიანში გამართული შეხვედრაც სწორედ ასეთი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა იყო - სივრცე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლოთ ერთმანეთის პრაქტიკის გაცნობა და ხანდაზმულთა მოვლის სფეროს საერთო გამოწვევებზე მსჯელობა.

ხანდაზმულთა მოვლა - პროფესიონალური დახმარება და ადამიანური დამოკიდებულება

მსოფლიოში მოსახლეობის დაბერებასთან ერთად იზრდება ხარისხიანი გრძელვადიანი მოვლის საჭიროებაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, 2030 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი 60 წლის ან უფროსი იქნება.

ამ პირობებში სულ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი ხანდაზმულთა მოვლის ცენტრების არსებობა, რომლებიც სამედიცინო და ყოველდღიურ დახმარებასთან ერთად ადამიანისთვის უსაფრთხო, აქტიურ და ღირსეულ გარემოს ქმნიან.

„საბრინოვოსთვის“ პროფესიონალური ზრუნვა მხოლოდ საჭირო სერვისების მიწოდებას არ ნიშნავს. ჩვენი მიდგომის ცენტრში ადამიანია - მისი გამოცდილება, ჩვევები, ინტერესები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ემოციური საჭიროებები.

სიანიდან ახალი თანამშრომლობებისკენ

ხანდაზმულთა პანსიონატების დირექტორთა მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა „საბრინოვოსთვის“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად და ახალი პროფესიული კავშირების შესაქმნელად.

მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგანიზატორებს მასპინძლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ სიანში დაწყებული პროფესიული დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ თანამშრომლობებს, ცოდნის გაცვლასა და ხანდაზმულთა მოვლის სფეროში თანამედროვე მიდგომების კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას.

ალცჰაიმერის მქონე ადამიანზე ზრუნვა: 3 მთავარი პრინციპი და პროფესიონალური მიდგომა

ალცჰაიმერის მქონე ადამიანზე ზრუნვა: 3 მთავარი პრინციპი და პროფესიონალური მიდგომა

წინა სიახლეები
საბრინოვოს მოხუცთა მოვლის ცენტრი - პროფესიონალური ზრუნვა ხანდაზმულებისთვის

საბრინოვოს მოხუცთა მოვლის ცენტრი - პროფესიონალური ზრუნვა ხანდაზმულებისთვის

შემდეგი სიახლეები
უკან დაბრუნება