geGe
|

ჩვენი მისამართები:

საქართველო

სამუშაო საათები:

მუშაობა 09:00-21:00

დამირეკეთ
logo mobile
 
მენიუ
მოვლის სერვისები ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მოვლადემენციით დაავადებული პაციენტების მოვლაპარკინსონით დაავადებული პაციენტების მოვლალოგინად ჩავარდნილი პაციენტების მოვლაპაციენტების ოპერაციის შემდეგ მოვლაონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მოვლაპაციენტების რეაბილიტაცია COVID-19-ით დაავადების შემდეგპაციენტების ინსულტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციაპაციენტების ინფარქტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციარეაბილიტაცია სხვადასხვა სახის მოტეხილობების შემდეგფიზიოთერაპიაფსიქოლოგიური თერაპიაგასართობ-დასასვენებელი პროგრამაჯამრთელობის მონიტორინგიჰიგიენური მოვლახუთჯერადი კვებამოვლა

ჩვენ სოციალურ ქსელებში

რთული დიალოგი: 5 რჩევა, როგორ შევთავაზოთ მშობელს პროფესიული ზრუნვა სიყვარულით

რთული დიალოგი: 5 რჩევა, როგორ შევთავაზოთ მშობელს პროფესიული ზრუნვა სიყვარულით

ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც როლები იცვლება: შვილები ვხდებით მათზე მზრუნველები, ვინც პირველი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარებოდა. როდესაც ხვდებით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს სახლის პირობებში მეტი ყურადღება, უსაფრთხოება და სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე თქვენ ფიზიკურად შეგიძლიათ მიაწოდოთ, ჩნდება კითხვა: „როგორ ვუთხრა მას ეს?“

ამ გადაწყვეტილებას ხშირად თან ახლავს დანაშაულის გრძნობა, თუმცა რეალობა სხვაგვარია - პროფესიული ზრუნვის შეთავაზება სიყვარულის ყველაზე მაღალი ფორმაა. იხილეთ 5 პრაქტიკული რჩევა, თუ როგორ წარმართოთ ეს დიალოგი:

1. გათავისუფლდით დანაშაულის განცდისგან

პირველ რიგში, თქვენ უნდა დაამუშავოთ საკუთარი ემოციები. ბევრი ფიქრობს, რომ მშობლის მოვლის ცენტრში გადაყვანა მათზე უარის თქმას ნიშნავს. სინამდვილეში, ეს არის აღიარება იმისა, რომ თქვენ გსურთ მისთვის საუკეთესო. გახსოვდეთ: თქვენ არ ხართ პროფესიონალი ექთანი, რეაბილიტოლოგი ან დიეტოლოგი. თქვენ მისი შვილი ხართ. როდესაც პროფესიონალები იღებენ თავის თავზე ყოველდღიურ რუტინას (ჰიგიენა, წამლების კონტროლი, უსაფრთხოება), თქვენ შესაძლებლობა გაქვთ იზრუნოთ მთავარზე,საყვარელ ადამიანებთან დროის ხარისხიანად გატარებზე.

2. დაიწყეთ საუბარი ადრე და თანმიმდევრულად მიაწოდეთ ინფორმაცია

ნუ დაელოდებით კრიზისულ მომენტს (დაცემას, ტრავმას ან ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას). დიალოგი დაიწყეთ მაშინ, როცა მშობელი თავს სტაბილურად გრძნობს. ნუ აქცევთ ამას განაჩენად. დაანახეთ მათ,რომ თქვენთვის მათი კარგად ყოფნა პრიორიტეტია და აჩვენეთ ის სიყვარული,რასაც გრძნობთ.

3. ჩართეთ ხანდაზმული გადაწყვეტილების მიღების პროცესში

არავის უყვარს, როცა მის ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებას.ამიტომაც აუცილებელია ჩართოთ ხანდაზმული პროცესში. ერთად დაათვალიერეთ ფოტოები, წაიკითხეთ პროგრამების შესახებ. ჰკითხეთ: რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალ გარემოში?. შესთავაზეთ საცდელი პერიოდი, მაგალითად, ერთი კვირა, რათა თავად ნახონ, რამდენად მეგობრული და კომფორტულია გარემო. როდესაც ხანდაზმული გრძნობს, რომ მისი აზრი ღირებულია, შიში და წინააღმდეგობა მცირდება.

4. გაუსვით ხაზი უსაფრთხოებას და სოციალიზაციას

ხშირად მშობლებს ეშინიათ არა მოვლის, არამედ მარტოობის. აუხსენით, რომ სახლის ოთხ კედელში იზოლაცია უფრო საზიანოა, ვიდრე აქტიური გარემო. საბრინოვოში მას ექნება შესაძლებლობა იურთიერთოს თანატოლებთან, ჩაერთოს აქტივობებში და, რაც მთავარია, იყოს უსაფრთხოდ. აუხსენით, რომ პროფესიული გარემო ნიშნავს მყისიერ დახმარებას ნებისმიერ დროს, რაც სახლში, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი..

5. დაარწმუნეთ, რომ კავშირი არ წყდება

ყველაზე დიდი შიში მიტოვების შიშია. დაჰპირდით (და შეასრულეთ), რომ თქვენი ვიზიტები იქნება რეგულარული. აუხსენით, რომ ეს ცვლილება თქვენს ურთიერთობას უფრო მშვიდს და პოზიტიურს გახდის, თქვენ აღარ იქნებით დაღლილი მომვლელი, არამედ იქნებით შვილი, რომელიც მოდის საყვარელ ადამიანთან სასაუბროდ, სასეირნოდ და საერთო მოგონებების გასაზიარებლად.

ეს დიალოგი არ არის მარტივი, მაგრამ ის აუცილებელია ღირსეული სიბერისთვის. საბრინოვო სწორედ ამისთვის არსებობს, რომ იყოს თქვენი ოჯახის საიმედო პარტნიორი. ჩვენთან სიბერე არ არის იზოლაცია, ეს არის ცხოვრების ახალი, კომფორტული თავი, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია.

3 მითი ხანდაზმულთა მოვლის ცენტრებზე, რომლებსაც საბრინოვო ყოველდღიურად ამსხვრევს

3 მითი ხანდაზმულთა მოვლის ცენტრებზე, რომლებსაც საბრინოვო ყოველდღიურად ამსხვრევს

წინა სიახლეები
სად უფრო ძვირია პაციენტის მოვლა: სახლში თუ „საბრინოვოში“?

სად უფრო ძვირია პაციენტის მოვლა: სახლში თუ „საბრინოვოში“?

შემდეგი სიახლეები
უკან დაბრუნება