geGe
|

ჩვენი მისამართები:

საქართველო

სამუშაო საათები:

მუშაობა 09:00-21:00

დამირეკეთ
logo mobile
 
მენიუ
მოვლის სერვისები ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მოვლადემენციით დაავადებული პაციენტების მოვლაპარკინსონით დაავადებული პაციენტების მოვლალოგინად ჩავარდნილი პაციენტების მოვლაპაციენტების ოპერაციის შემდეგ მოვლაონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მოვლაპაციენტების რეაბილიტაცია COVID-19-ით დაავადების შემდეგპაციენტების ინსულტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციაპაციენტების ინფარქტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციარეაბილიტაცია სხვადასხვა სახის მოტეხილობების შემდეგფიზიოთერაპიაფსიქოლოგიური თერაპიაგასართობ-დასასვენებელი პროგრამაჯამრთელობის მონიტორინგიჰიგიენური მოვლახუთჯერადი კვებამოვლა

ჩვენ სოციალურ ქსელებში

როგორ ზრუნავს „საბრინოვო“ დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებზე

როგორ ზრუნავს „საბრინოვო“ დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებზე

დემენცია პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც იწვევს არა მხოლოდ მეხსიერების, აზროვნებისა და კოგნიტური ფუნქციების რადიკალურ ცვლილებას, არამედ მნიშვნელოვნად მოქმედებს პიროვნების ქცევაზე. ეს პროცესი ოჯახებისთვის ხშირად მძიმე ემოციურ, ფიზიკურ და ფინანსურ გამოწვევად იქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საყვარელ ადამიანს მუდმივი მეთვალყურეობა, სტრუქტურირებული რეჟიმი და უსაფრთხო გარემო სჭირდება.

დემენციის მქონე ხანდაზმულთა მოვლა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას არ მოითხოვს. ეს გულისხმობს თანაგრძნობას და ყოველდღიურ მხარდაჭერას. როდესაც ზრუნვა სახლის პირობებში რთულდება, ოჯახს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი რესურსი - მომვლელი ან სპეციალიზებული პანსიონატი, რომელიც მორგებულია დემენციის მქონე ხანდაზმულთა ფიზიკურ და ემოციურ საჭიროებებს.

სწორედ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი ,,საბრინოვო”, ადგილი, სადაც ხანდაზმულთა კეთილდღეობა და მათი ოჯახის სიმშვიდე პრიორიტეტია. ცენტრი ქმნის თბილ, დაცულ და კომფორტულ გარემოს, რათა თითოეული მაცხოვრებლის ყოველდღიური ცხოვრება იყოს მაქსიმალურად კომფორტული, სტაბილური და უსაფრთხო.

გაიგეთ მეტი „საბრინოვოს“ სერვისებზე: ეწვიეთ ჩვენს გვერდს და დაგეგმეთ პერსონალური ტური.

რა განსხვავებაა ალცჰაიმერსა და დემენციას შორის?

 

დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება ხშირად ერთმანეთთანაა გაიგივებული. რეალურად, დემენცია არის ზოგადი ტერმინი და აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც პიროვნებას აქვს მსჯელობის და მეხსიერების პრობლემები. 

ალცჰაიმერი ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც დემენციის შემთხვევათა უმრავლესობის (60-80%) მიზეზია. 

დემენციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

რატომ ერევათ ერთმანეთში?

ამ ორი ტერმინის ერთმანეთისგან გამიჯვნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორი დიაგნოზი განსაზღვრავს მკურნალობისა და მოვლის სტრატეგიების სწორ მიმართულებას.

 

რატომ ხდება მოვლა დროთა განმავლობაში რთული: რეალური გამოწვევა ოჯახებისთვის


 

დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ხანდაზმულთა მოვლის საჭიროებები იზრდება. მიუხედავად ოჯახის წევრების მუდმივი ზრუნვისა, ხშირად ვლინდება სირთულეები, რომლებიც პროფესიონალურ ჩართულობას მოითხოვს:

მოვლის ინტენსივობა: ყოველდღიური მოვლა (დაბანა, ჭამა, ჰიგიენა) მუდმივ ზედამხედველობასა და ფიზიკურ ძალას მოითხოვს.

კომუნიკაციის სირთულეები: სიტყვების დავიწყება და ფრაზების გამეორება ემოციურად დამღლელია.

ქცევითი ცვლილებების მართვა: შფოთვა და გაღიზიანება სახლის პირობებში ხშირად რთულად სამართავია და მოითხოვს სტრუქტურირებულ მიდგომასა და მუდმივ დაკვირვებას.

უსაფრთხოების რისკები: დაცემის რისკი და სივრცეში დეზორიენტაცია მუდმივი საფრთხეებია, რომლებიც მომვლელს სიმშვიდეს უკარგავს.

როდესაც ზრუნვა იწვევს მომვლელის ემოციურ გამოფიტვას, სტრესს და სოციალურ იზოლაციას, პროფესიონალური, სპეციალიზებული ცენტრის ჩართვა ხდება აუცილებელი ნაბიჯი. ეს არის გზა, რომლითაც ოჯახი ზრუნავს როგორც ხანდაზმულის, ასევე საკუთარ ჯანმრთელობაზე.

 

„საბრინოვოს“ მიდგომა დემენციის დროს


 

„საბრინოვოში“ ზრუნვა ნიშნავს ადამიანზე მორგებული, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას. ცენტრის მიზანია, თითოეული მაცხოვრებელი გრძნობდეს თავს დაცულად და კომფორტულად.

პანსიონატი მოქმედებს დადგენილი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად და ბინადრებს  ევროპული დონის, მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. საბრინოვო უზრუნველყოფს მყუდრო ატმოსფეროს, სისუფთავეს, კომფორტულ ავეჯსა და ყველა აუცილებელ ინვენტარს, რომელიც განკუთვნილია დემენციის  მქონე ხანდაზმულთა მოსავლელად.

საბრინვოოს პესრონალი პასუხისმგებელია მედიკამენტების მიღებაზე, ჯანმრთელობის მონიტორინგზე და ყველა საჭირო პროცედურაზე. საბრინოვოს ყოველი მაცხოვრებელი განსხვავებულია, ამიტომაც ცენტრი თითოეულ სტუმარს სთავაზობს პერსონალურ მოვლის გეგმას, რომელიც მოიცავს სამედიცინო, ემოციურ და სოციალურ საჭიროებებს.

ყოველდღიური რუტინის ნაწილია მსუბუქი შემეცნებითი აქტივობები, რაც ხელს უწყობს მოტორული და კოგნიტური უნარების შენარჩუნებას. 

ეწვიეთ ჩვენს გვერდს და დაგეგმეთ პერსონალური ტური.

„საბრინოვოს“ მისიაა უზრუნველყოს ღირსეული, უსაფრთხო და მშვიდი ცხოვრება დენემენციის დროს.

დაგვიკავშირდით  ვიზიტის დასაჯავშნად და მორგებული ზრუნვის გეგმის შესარჩევად.



ხანდაზმულთა მოვლის ინვენტარი: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პანსიონატის არჩევისას?

ხანდაზმულთა მოვლის ინვენტარი: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პანსიონატის არჩევისას?

წინა სიახლეები
როგორ აუმჯობესებს ფიზიკური აქტივობა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხს: ,,საბრინოვოს“ მიდგომა

როგორ აუმჯობესებს ფიზიკური აქტივობა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხს: ,,საბრინოვოს“ მიდგომა

შემდეგი სიახლეები
უკან დაბრუნება