geGe
|

ჩვენი მისამართები:

საქართველო

სამუშაო საათები:

მუშაობა 09:00-21:00

დამირეკეთ
logo mobile
 
მენიუ
მოვლის სერვისები ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მოვლადემენციით დაავადებული პაციენტების მოვლაპარკინსონით დაავადებული პაციენტების მოვლალოგინად ჩავარდნილი პაციენტების მოვლაპაციენტების ოპერაციის შემდეგ მოვლაონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მოვლაპაციენტების რეაბილიტაცია COVID-19-ით დაავადების შემდეგპაციენტების ინსულტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციაპაციენტების ინფარქტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციარეაბილიტაცია სხვადასხვა სახის მოტეხილობების შემდეგფიზიოთერაპიაფსიქოლოგიური თერაპიაგასართობ-დასასვენებელი პროგრამაჯამრთელობის მონიტორინგიჰიგიენური მოვლახუთჯერადი კვებამოვლა

ჩვენ სოციალურ ქსელებში

როგორ შევამსუბუქოთ ართრიტით დაავადებული ხანდაზმულის ყოველდღიურობა: გზამკვლევი ოჯახებისთვის

როგორ შევამსუბუქოთ ართრიტით დაავადებული ხანდაზმულის ყოველდღიურობა: გზამკვლევი ოჯახებისთვის

ხშირად ართრიტი ერთი კონკრეტული დაავადება ჰგონიათ, თუმცა რეალობაში ეს ტერმინი სახსრების ანთებით და დეგენერაციულ პროცესთა ჯგუფს აერთიანებს. ის აზიანებს არა მხოლოდ თავად სახსარს, არამედ მის გარშემო არსებულ და შემაერთებელ ქსოვილებს,რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას და მოძრაობის შეზღუდვას. მარტივად რომ ვთქვათ, ართრიტის დროს სახსარში არსებული ბუნებრივი „ბალიში“ - ხრტილი თანდათან ცვდება, შედეგად, იზრდება ხახუნი, ძლიერდება დისკომფორტი და ყოველდღიური მოძრაობა რთულდება.

რატომ არის ართრიტი ასეთი მტკივნეული?

ართრიტი მხოლოდ „ძვლების ტკივილი“ არ არის - ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც ტკივილს რამდენიმე მიზეზით აძლიერებს:

 

„საბრინოვოს“ მიდგომა ართრიტის დროს

ართრიტთან მარტო ბრძოლა რთულია, თუმცა სწორ გარემოს ამ პროცესის გამარტივება შეუძლია. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი „საბრინოვო“. ადგილი, სადაც ხანდაზმულთა კეთილდღეობა და მათი ოჯახის სიმშვიდე პრიორიტეტია.

 

საბრინოვოს ორი „ოქროს წესი“:

უმოძრაობა სახსრებს კიდევ უფრო მეტად აკავებს და შებოჭილობას აძლიერებს. „საბრინოვოში“ პროფესიონალთა გუნდი სპეციალურად შერჩეული, უსაფრთხო ვარჯიშებით ეხმარება ხანდაზმულებს, რომ შეინარჩუნონ მოქნილობა და მოძრაობა გაუმარტივდეთ. ინდივიდუალურად შერჩეული აქტივობები კი მაქსიმალურად ეფექტური შედეგის მიღწევას უზრუნველყოფს.

სწორად შერჩეული მენიუ რეაბილიტაციის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. „საბრინოვოს“ მაცხოვრებლები დღის განმავლობაში 5-ჯერ იღებენ საკვებს. ასაკთან ერთად საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილება იცვლება, ამიტომ მათი რაციონი დაბალანსებულია და მოიცავს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. შედეგად, მცირდება დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება.

ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი

ხშირად, ჩვეულებრივი აბაზანა ან მაღალი ზღურბლი ართრიტის დროს ნამდვილ ბარიერად იქცევა. „საბრინოვოს“ სივრცეში ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული ხანდაზმულთა შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, რაც მათ დამოუკიდებლად გადაადგილებას უმარტივებს და მოძრაობის სურვილს უბრუნებს. როცა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, ეს განცდა მის ემოციურ სტაბილურობაზეც დადებითად აისახება.

რატომ ირჩევენ საბრინოვოს ართრიტის დროს?

საბრინოვოს გუნდი უზრუნველყოფს გარემოს, სადაც ბენეფიციარი თავს კომფორტულად გრძნობს და ყოველდღიურობის მოძრავ ტემპს არ ჩამორჩება. ევროპული სტანდარტების პანსიონატი გთავაზობთ:

ფსიქოლოგიური სიმშვიდე: ართრიტით გამოწვეულმა ტკივილმა შეიძლება გააძლიეროს დაცემის შიში და უარყოფითად იმოქმედოს ემოციურ მდგომარეობაზე. საბრინოვოში ეს შიში ქრება, რადგან ბენეფიციარები იმყოფებიან მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო გარემო მოწყობილია ისე, რომ დაცემისა და დაზიანების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

 

„საბრინოვოს“ მიზანია, თქვენს საყვარელ ადამიანებს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ და შევუქმნათ გარემო, სადაც ისინი აქტიურ ცხოვრებას უსაფრთხოდ და მშვიდად გააგრძელებენ.

ეწვიეთ ჩვენს გვერდს და დაგეგმეთ პერსონალური ტური.

ან დაგვიკავშირდით  ვიზიტის დასაჯავშნად და მორგებული ზრუნვის გეგმის შესარჩევად.

როგორ აუმჯობესებს ფიზიკური აქტივობა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხს: ,,საბრინოვოს“ მიდგომა

როგორ აუმჯობესებს ფიზიკური აქტივობა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხს: ,,საბრინოვოს“ მიდგომა

წინა სიახლეები
შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულებში: მეცნიერული მიდგომა და ხუთჯერადი კვების სასიცოცხლო როლი

შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულებში: მეცნიერული მიდგომა და ხუთჯერადი კვების სასიცოცხლო როლი

შემდეგი სიახლეები
უკან დაბრუნება