ალცჰაიმერის დაავადება მნიშვნელოვნად ცვლის ადამიანის ყოველდღიურობას და მას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. დროთა განმავლობაში ალცჰაიმერის მქონე ხანდაზმულებისთვის აუცილებელი ხდება უსაფრთხო გარემო, მუდმივი მეთვალყურეობა და პროფესიონალური ზრუნვა - საჭიროებები, რომელთა უზრუნველყოფა სახლში ხშირად რთულდება.
ამ ეტაპზე ოჯახის მხარდამჭერად შეიძლება იქცეს როგორც მომვლელი, ისე ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებს უწყვეტ მეთვალყურეობასა და სპეციალიზებულ ზრუნვას სთავაზობს. სწორედ ასეთ გარემოს ქმნის თბილისში მდებარე პანსიონატი „საბრინოვო“.
გაიგეთ მეტი „საბრინოვოს“ სერვისებზე
რა არის ალცჰაიმერის დაავადება და რატომ მოითხოვს სპეციალიზებულ მოვლას?
ალცჰაიმერი პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც იწვევს:
- მეხსიერების დარღვევას, განსაკუთრებით ახლად მომხდარი მოვლენების დავიწყებას;
- ყოველდღიური საქმიანობის შესრულების გაძნელებას;
- ყურადღების, კონცენტრაციისა და ანალიზის უნარის დაქვეითებას;
- ქცევით ცვლილებებს, როგორებიცაა: შფოთვა, აგრესია, მოუსვენრობა;
- დეზორიენტაციას დროში და სივრცეში, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს.
ამ სიმპტომების ეფექტურად მართვა საჭიროებს სტრუქტურირებულ გარემოს, მუდმივ მეთვალყურეობასა და პროფესიულ მიდგომას, რომელთა უზრუნველყოფას ხშირად ვერ ახერხებს ოჯახი, დაქირავებული ექთანი ან მომვლელი.
რა გამოწვევებს აწყდებიან ოჯახები, როცა ალცჰაიმერის მქონე ხანდაზმულზე სახლში ზრუნავენ?
ალცჰაიმერის დაავადება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ხოლო ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები ყოველდღიურ დახმარებას საჭიროებენ. დაავადებისთვის დამახასიათებელია:
- ხეტიალისა და დაკარგვის საფრთხე - პაციენტი შეიძლება დეზორიენტირებულად გამოვიდეს სახლიდან.
• ქცევითი ცვლილებები - შფოთვა, აგრესია ან მოუსვენრობა, რომელთა მართვა გამოცდილებას მოითხოვს.
• პირადი ჰიგიენისა და კვების რეჟიმის დარღვევა - პაციენტს შეიძლება არ ახსოვდეს ჭამა, დაბანა ან ტანსაცმლის შერჩევა.
• ძილის ციკლის დარღვევა - ღამის მოუსვენრობა და დღე-ღამის არევა.
როგორ ზრუნავს „საბრინოვო“ ალცჰაიმერის მქონე ხანდაზმულებზე

ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი „საბრინოვო“ დიდ ყურადღებას უთმობს მეხსიერების დარღვევის მქონე პაციენტების საჭიროებებს. ცენტრი გამოირჩევა ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით, უსაფრთხო გარემოთი და გამოცდილი, კვალიფიციური პერსონალით. ცენტრში მუდმივად კონტროლდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გადაუდებელი სიტუაციების მართვა კი მყისიერად ხდება.
ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა დაფუძნებულია სიმპტომების პროგრესირების შენელებაზე და პაციენტის საერთო კეთილდღეობის მხარდაჭერაზე. მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეაბილიტაციული პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს:
- ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერას - მსუბუქი ვარჯიშები და სპეციალური პროგრამები ეხმარება პაციენტს შეინარჩუნოს მოქნილობა, ძალა და დამოუკიდებლობა.
•კოგნიტური უნარების სტიმულირებას - მეხსიერების სავარჯიშოები, თავსატეხები, ხელოვნება, მუსიკა და სენსორული აქტივობები აძლიერებს ტვინის პროცესებს და ამცირებს შფოთვას.
• ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას - სოციალური ურთიერთობები და თბილი გარემო ხელს უწყობს პაციენტის კომფორტს და ემოციურ კეთილდღეობას.
ალცჰაიმერით დაავადებულებზე ზრუნვა რთული, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესია. ის მოითხოვს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მოთმინებას, ყურადღებასა და გულწრფელ სურვილს დახმარებისა. სწორად ორგანიზებული და ღირსეული მოვლა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ყოველდღიურობას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო, მშვიდ ცხოვრებას.
„საბრინოვოში“ სოციალური ურთიერთობები ამცირებს მარტოობის გრძნობას და ქმნის განცდას, რომ მათ გვერდით ყოველთვის არის ადამიანი, ვინც გაიგებს და მოუსმენს.

„საბრინოვო“ არის გარემო, სადაც ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს ხვდებიან სითბოთი, ყურადღებითა და პროფესიონალიზმით. აქ ზრუნვა მხოლოდ ფიზიკური მოვლა არ არის - ეს არის ყოველდღიური ყურადღება, მუდმივი კომუნიკაცია და ადგილი, სადაც პაციენტი თავს დაცულად და ღირებულად გრძნობს.
ცენტრი აერთიანებს სამედიცინო გამოცდილებას, ინდივიდუალურ მიდგომას და თბილ ურთიერთობებს, რაც პაციენტსაც და მის ოჯახსაც ანიჭებს სიმშვიდეს, მხარდაჭერას და რწმენას, რომ რთული გზა მარტო არ აქვთ გასავლელი.
თუ ეძებთ ადგილს, სადაც თქვენი საყვარელი ადამიანი მიიღებს სრულფასოვან, უსაფრთხო ზრუნვას, „საბრინოვო“ მზად არის იყოს თქვენი სანდო პარტნიორი.
ეწვიეთ ჩვენს გვერდს და დაგეგმეთ პერსონალური ტური.
